Sunday, February 19, 2012

Adriana Lima-პარამეტრები,დიეტა,ფიტნესი

ბრაზილიელი სუპერმოდელი ადრინა ლიმა მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალად არის დასახელებული. როგორ ინარჩუნებს ის ახალგაზრდობას და იდეალურ სხეულს?

ადრიანას პარამეტრები:

სიმაღლე: 178სმ

წონა: 52კგ

ტანის პარამეტრები: 89-62-90


ადრიანა ლიმას დიეტა:

ადრიანა ამბობს, რომ თავისი კარიერის განმავლობაში უამრავი დიეტა გამოსცადა. ჰოლივუდის დიეტა, ატკინსონის, ხმელთაშუაზღვის და სხვა.

ამ დროისათვის მისი საიდუმლო ხშირი და მცირე პორციებით კვებაა.

აი რას ამბობს ადრიანა თავის დიეტის შესახებ: “მე ვჭამ ყველაფერს რაც მინდა, მაგრამ მაშინ როდესაც მართლა ძალიან მშია. რაც ახლოვდება ღამე მით მცირეა ჩემი პორცია, მე არასდროს ვიძინებ სავსე კუჭით.“

დიეტაში მოდელი აქცენტს სწორ კვებაზე აკეთებს. ის უპირატესობას ანიჭებს პიურეს, ბოსტნეულის და ხილის სალათებს, წვნიანებს, სმუზის, იოგურტებს, ყველს, კვერცხს, მიუსლის, წვენებს და თაფლს.

კვების რეჟიმი:


ადრიანა 4-5ჯერ ჭამს პატარა პორციებით, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით და უცილებლად სეზონური ხილ-ბოსტანით.


დიეტის მენიუ:


საუზმე-გერკულესის ფაფა, ან მიუსლი ქიშმიშთ და ნატურალური იოგურტით, 2-3 კვერცხის ცილა, ყავა რძით.

სადილი- უცხიმო ხორცი, ქათამი ან თევზი ბოსტნეულთან ერთად.

სამხარი-უმი ბოსტნეული, ჩაის კოვზი თაფლი ან ცოტა შოკოლადი.

ვახშამი-ბოსტნეულის ან ხილის სალათი.

ტაბუ დადებული პროდუქტი

პური, ფასტფუდი, მაკარონი, ნახევარფაბრიკატები, ცხიმიანი საწებლები და სოუსები.



ფიტნესი:

ადრიანას უყვარს ბოქსი და კაპოეირა. მოდელი ყოველდღიურად დარბის ნახევარი საათის განმავლობაში, 10 წუთი ხტუნაობს სახტუნაოზე. როგორც ამბობს ადრიანა, სახტუნაომ და ესეთმა კვებამ დააკლებინა წონაში მშობიარობის შემდეგ.

„ბოქსი ყველაზე მეტად მომწონს-ის საუკეთო სახეობაა კარდიო და ძალისმიერი ვარჯიშის, კუნთები მკვრივდება მაგრამ ზომიერად.“

სილამაზის რეცეპტი ადრიანა ლიმასგან: “დალიეთ ბევრი წყალი და დაიძინეთ 8 საათი. გამორიცხეთ ალკოჰოლი და სიგარეტი. ყოველ დღე მიირთვით თაფლი რადგან ის ძალიან სასარგებლოა.“

„ამ ეტაპზე მე მომწონს ჩემი სხეული. მე მესმის რომ დროთა განმავლობაშ დავბერდები და ამიტომაც არ მენანება დროის დახარჯვა ფიტნესზე. არ დავუშვებ რომ კუნთები დამეკიდოს და ნაადრევი ნაოჭები გამიჩნდეს.“

No comments:

Post a Comment