Celebrities

Tumblr_lx1y3vculj1qaancbo1_1280_large
ანჯელინა ჯოლი,ქალი რომელიც ერთ-ერთ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალადაა აღიარებული-მისი სტილი ნამდვილად არ ჩამორჩება სხვა გამორჩეული მოდური ქალების სტილს.
ანჯელინას სტილი არის ძალიან ლამაზი და ქალური,იგი გამორჩეულია სხვადასხვა დაჯილდოებებზე, ყოველთვის იცმევს ცნობილი დიზაინერების ქმნილებებს.
შეიძება ანჯელინას არ სიამოვნებდეს მოტკეცილი ჯინსებით სიარული თუმცა ეს მას ხელს არ უშლის რომ იყოს მოდური, მოგეხსენებათ ის მრავალი შვილის დედაა და ასევე წყარო იუწყება რომ ანჯელინა ეხლაც ფეღმძიმედაა, თქვენ რას ფიქრობთ მის სტილზე?

________________________

ალბათ ბევრს ძალიან უყვარს ავსტრალიელი სუპერმოელი მირანდა კერი, რომელიც როგორც ყველა სუპერ მოდელი არის ძალიან ლამაზი და აქვს უნიკალური ტანი.
მირანდამ 13 წლის ასაკში დაიწყო მოდელობა,როდესაც გაიმარჯვა 1997 წელს ავსტრალიის ფარგლებში ახალი მოდელების ძიებაში.

როცა წამოიზარდნენ,მისი ოჯახი გადმოსახლდა ქალაქ ბრიზბენში,რათა მირანდას და მის ძმას მიეღოთ კარგი განათლება და შეგუებოდნენ ქალაქს. მირანდა იყო დიდ სტრესში,როდესაც სკოლაში სწავლის პერიოდში გარდაეცვალა მისი უფროსკლასელი შეყვარებული.დიდი ხნის სტრესისგან თავის დასაღწევად მირანდამ მიაკითხა სამოდელო სააგენტოს -Chic Management-ს სიდნეიში.მალევე მიიღო უამრავი შემოთავაზება რეკლამებში გადასაღებად.მალე მირანდას სახე საკმაოდ პოპულარული გახდა ავსტრალიაში და აზიის ქვეყნებში და მირანდა გაემგზავნა ნიუ-იორკის დასაპყრობად.
2006 წელს გააფორმა კონტრაქტი კოსმეტიკურ ფირმასთან - Maybelline New York და მალე მიიწვიეს Victoria's Secret-ის კატალოგში გადასაღებად და მალევე გახდა ანგელოზი - Victoria's Secret Angel კერს მოიხსენიებენ როგორც - ელ მაკფერსონის შემცვლელს.მასზე ამბობენ რომ, მირანდამ დაიპყრო ამერიკა,ყველას შეუყვარდა ის,რეკლამები მისი მონაწილეობით არის საოცორება, მისი ღიმილი და გაბრწყინებული თვალები ქალებს უჩენს სურვილს დაუმეგობრდნენ მას,ბიჭები კი ცდილობენ გამოელაპრაკონ.მირანდა არის მუდამ მხიარული ყველაზე დატვირთულ ფოტოსესიებზეც კი,თუმცა არის საოცრად ჭკვიანი და მიხვედრილი რითაც ყველას აოცებს - აღნიშნავს ფოტოგრაფი Russell James,მოდელების აგენტი Ursula Hufnagl-კი ამბობს რომ ეს არის შესანიშნავი არჩევანი სარეკლამო პროექტისთვის,თუკი გსურთ პროდუქტი გაიყიდოს.

2007 წელს როგორც მირანდამ განაცხადა დაიწყო წიგნის წერა -Treasure Yourself,ქალებისთვის და თინეიჯერებისთვის.მე მსურს წიგნის დაწერა და ამით თუკი დავეხმარები თუნდაც 1 მოზარდ გოგონას ვიქნები ბედნიერი. იგი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებდი სუპერმოდელი მსოფლიოში.

ფორბსის 2010 წლის მონაცემებით ამ მხრივ მირანდა მე-9 ადგილს იკავებს. მირანდა არის დაქორწინებული მსახიობ ორლანდო ბლუმზე.

_______________


თვენგან შესაძლოა ბევრს გმენიათ ბრიტანულ-ირლანდიური ჯგუფის-One Directionის შესახებ, ისინი გავიდნენ მესამე ადგილას X-Factorში და კონტრაკტი გააფორმეს ხმის ჩამწერ სტუდიასთან Sony Musicთან.
მათი პირველი სიმღერა "What Makes You Beautiful" გამოვიდა 2011 წლის 11 სექტემბერს რომელიც ბრიტანეთის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა და მესამე ადგილი დაიკავა 2011 წლის ყველაზე გაყიდვად სიმღერებში.
ეს ჯგუფი არა თუ უცხოეთში არამედ საქართველოშიც ცნობილია, ჯგუფში ერთ-ერთი მომხიბლელი რამ მათი ჩაცმის სტილია რომელიც ყველას მოსწონს.
ბიჭები გამოირჩევიან განსაკუთრებული ჩაცმის სტილით, თქვენ რას ფიქრობთ მათ სტილზე? პირადად მე ის ძალიან მომწონს.
V-6_large

___________________

ბრაზილიელი სუპერმოდელი ადრინა ლიმა მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალად არის დასახელებული. როგორ ინარჩუნებს ის ახალგაზრდობას და იდეალურ სხეულს?

ადრიანას პარამეტრები:

სიმაღლე: 178სმ

წონა: 52კგ

ტანის პარამეტრები: 89-62-90


ადრიანა ლიმას დიეტა:

ადრიანა ამბობს, რომ თავისი კარიერის განმავლობაში უამრავი დიეტა გამოსცადა. ჰოლივუდის დიეტა, ატკინსონის, ხმელთაშუაზღვის და სხვა.

ამ დროისათვის მისი საიდუმლო ხშირი და მცირე პორციებით კვებაა.

აი რას ამბობს ადრიანა თავის დიეტის შესახებ: “მე ვჭამ ყველაფერს რაც მინდა, მაგრამ მაშინ როდესაც მართლა ძალიან მშია. რაც ახლოვდება ღამე მით მცირეა ჩემი პორცია, მე არასდროს ვიძინებ სავსე კუჭით.“

დიეტაში მოდელი აქცენტს სწორ კვებაზე აკეთებს. ის უპირატესობას ანიჭებს პიურეს, ბოსტნეულის და ხილის სალათებს, წვნიანებს, სმუზის, იოგურტებს, ყველს, კვერცხს, მიუსლის, წვენებს და თაფლს.

კვების რეჟიმი:


ადრიანა 4-5ჯერ ჭამს პატარა პორციებით, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით და უცილებლად სეზონური ხილ-ბოსტანით.


დიეტის მენიუ:


საუზმე-გერკულესის ფაფა, ან მიუსლი ქიშმიშთ და ნატურალური იოგურტით, 2-3 კვერცხის ცილა, ყავა რძით.

სადილი- უცხიმო ხორცი, ქათამი ან თევზი ბოსტნეულთან ერთად.

სამხარი-უმი ბოსტნეული, ჩაის კოვზი თაფლი ან ცოტა შოკოლადი.

ვახშამი-ბოსტნეულის ან ხილის სალათი.

ტაბუ დადებული პროდუქტი

პური, ფასტფუდი, მაკარონი, ნახევარფაბრიკატები, ცხიმიანი საწებლები და სოუსები.



ფიტნესი:

ადრიანას უყვარს ბოქსი და კაპოეირა. მოდელი ყოველდღიურად დარბის ნახევარი საათის განმავლობაში, 10 წუთი ხტუნაობს სახტუნაოზე. როგორც ამბობს ადრიანა, სახტუნაომ და ესეთმა კვებამ დააკლებინა წონაში მშობიარობის შემდეგ.

„ბოქსი ყველაზე მეტად მომწონს-ის საუკეთო სახეობაა კარდიო და ძალისმიერი ვარჯიშის, კუნთები მკვრივდება მაგრამ ზომიერად.“

სილამაზის რეცეპტი ადრიანა ლიმასგან: “დალიეთ ბევრი წყალი და დაიძინეთ 8 საათი. გამორიცხეთ ალკოჰოლი და სიგარეტი. ყოველ დღე მიირთვით თაფლი რადგან ის ძალიან სასარგებლოა.“

„ამ ეტაპზე მე მომწონს ჩემი სხეული. მე მესმის რომ დროთა განმავლობაშ დავბერდები და ამიტომაც არ მენანება დროის დახარჯვა ფიტნესზე. არ დავუშვებ რომ კუნთები დამეკიდოს და ნაადრევი ნაოჭები გამიჩნდეს.“